LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გავარდა: ისრაელს ჩვენი დახმარება არც უცდია

125

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობა. იტალიასთან ბოლო წამს წაგებული თამაშის შემდეგ ჩვენი ერთადერთი იმედი ისრაელის ნაკრებს უკავშირდებოდა. მართალია, ამ გუნდს სპორტული მოტივაცია აღარ ქონდა, მაგრამ რჩებოდა სხვა ტიპის მოტივაცია – თამაშობ შინ, არ გახვიდე ბოლო ადგილზე, გაიჯახუნო კარი, გაახარო საკუთარი გულშემატკივარი… სამწუხაროდ, ისრაელს ხასიათი არ აღმოაჩნდა. მეტიც, კაი გვარიანი სირცხვილიც ჭამა. ბოლო-ბოლო თავმოყვარეობის ამბავია.  უკრაინა-ისრაელის შეხვედრაში ბრძოლა არც კი შემდგარა. უკრაინამ თამაშ-თამაშ, უპრობლემოდ და ზედმეტი ოფლის გარეშე გადაურბინა მეტოქეს 64:88 და მერვედფინალში გავიდა.
არადა, ახლა მის ადგილზე ჩვენ უნდა ვიყოთ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები