LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-მოლდოვა უკვე იყიდება

53

საქართველოსა და მოლდოვას შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol

ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

საქართველო მოლდოვას 12 ნოემბერს ეთამაშება, შეხვედრა ”დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, ჩვენს გუნდს შესარჩევ ეტაპზე სამი მატჩიდან 1 ქულა აქვს და მხოლოდ უქულოდ მყოფ მოლდოვას უსწრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები