LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მზად არ არის – კობახიძე

35

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ეტაპზე, საქართველო ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მზად არ არის.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ამოქმედება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენას.

„რაც შეეხება მეოთხე მუხლს, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში ბიკამერალიზმის შემოღება ანუ ორპალატიანი პარლამენტის შემოღება იურისდიქციის აღდგენის საკითხთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა შედგეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა. ამაზე ვიმსჯელებთ კომისიის ფორმატში და იქ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები