LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ოთხით დაეცა: 107-ე მსოფლიოში

43

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 16 ოქტომბერს ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი შესარჩევი მატჩი ჩაატარა და ორივე წააგო, რის გამოც, ვლადიმირ ვაისის გუნდი ოთხი ადგილით ქვემოთ დაეშვა და ახლა, 107-ე პოზიციაზეა 303 ქულით.

რეიტინგის პირველ ათეულში მთავარი ცვლილება ის არის, რომ პირველად ისტორიაში, ტოპ-ათეულში შევიდა პერუს ნაკრები, გარდა ამისა, TOP10-ში დაიბრუნა ადგილი ესპანეთის ნაკრებმა – მე-11 ადგილიდან მერვემდე ავიდა.
ფიფას ახალ რეიტინგში ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. გერმანია – 1631
2. ბრაზილია – 1619
3. პორტუგალია – 1446
4. არგენტინა – 1445
5. ბელგია – 1333
6. პოლონეთი – 1323
7. საფრანგეთი – 1226
8. ესპანეთი – 1218
9. ჩილე – 1173
10. პერუ – 1160.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები