LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით რეგიონში ლიდერია

40

საქართველო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით რეგიონში ლიდერია. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრმა უწყებებმა აღნიშნული საფრთეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთი წლის ანგარიში წარადგინეს.
სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეიმუშავა და მიიღო.

”2015 წლის 1 აგვისტოდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილია ბირთვული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 4 ფაქტი, მათ შორის, ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაბალგამდიდრებული და გაღარიბებული ურანის კონტრაბანდის ფაქტებს. სულ დაკავებულია 19 პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, რასაც დადებითი შეფასებები მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების მხრიდან. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურანის ამოღების ფაქტებს. ექსპერტებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აღნიშნული საქმის გახსნის მნიშვნელობას და სუს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს” – განაცხადეს უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები