LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო შენ გადაწყვიტე ვინ კაცია და ვინ არა კაცი” – ზაზა სარალიძე

53

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება.

ზაზა ეხმიანება იმ ამბავს, რომ ჩანაწერში სუბელიანი თავის თავს ვაჟკაცად და სახელმწიფოსთვის შეწირულად წარმოაჩენს, მაშინ როცა ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტებად და სახელმწიფო გადამტრიალებლად მოიხსენიებენ.

“სუბელიანის თქმით, სახელმწიფოსთვის გაწირა თავი და ვაჟკაცურად მოიქცა. (კაცი ეგ ყოფილა)

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ტერორისტები და სახელმწიფო გადამტრიალებლები ყოფილან.

ესეიგი შვილებს გვიხოცავენ, მკვლელებს არ იჭერენ და აქეთ გვადანაშაულებენ ათასგვარი ბრალდებით.

საქართველო შენ გადაწყვიტე ვინ კაცია და ვინ არა კაცი.

მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვროს ყველამ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი არის კაცი, ადამიანი, ვაჟკაცი, შეუპოვარი, გმირი და ასე შემდეგ.

არავინ გაბედოს ამის შემდეგ მასზე რამე ზედმეტი თქვას თქვე სუბელიანის მონებო” – წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერების ნაწყვეტები, რომელშიც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე და  გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი ფიგურირებენ.

უამრავი სკანდალური ინფორმაციის გარდა, ჩანაწერებში საუბარია ხორავას ქუჩს საქმეზეც.

ჩანაწერების ტექსტური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკებზე:

მოიპარეს ბავშვები და მამის თვალწინ სცემეს – მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში

“ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ავდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი” – სუბელიანის ფარული ჩანაწერი

ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ზაზა სარალიძემ, ჩანაწერების გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისი სიმართლის დადასტურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები