LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თავს აღარ გავს: უკრაინასთანაც წავაგეთ

81

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე თამაში წააგო – 81:88. თან ისევ ისეთი მატჩი, რომელშიც უეჭველ გამარჯვებას ვგეგმავდით. ჯგუფის აუტსაიდერად შერაცხულმა უკრაინამ ისეთი თამაში აჩვენა, ალბათ ათეულობით მატჩიდან ერთხელ რომ გამოუვა. უკრაინას თავის დამსახურებას ნუ დავუკარგავთ, მაგრამ ასეთი დაცვით და ამდენი ბავშვური და პატარ-პატარა შეცდომებით თამაშს ევროპის ჩემპიონატზე კი არა, უბრალო შეხვედრებსაც ვერ მოიგებ.

საქართველომ სამწუხაროდ და მოულოდნელად ძალიან გაირთულა სატურნირო მდგომარეობა და ორი დაგეგმილი მატჩი წააგო. აღსანიშნავია ისიც, რომ მუდმივად ჩამორჩენის აღმოფხვრა გვიწევს ხოლმე და მდევრის როლში ვართ, რაც თუნდაც ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდია.
საქართველოს სჭირდება მეტი კონცეტრაცია უშუალოდ თამაშისას და ახლა ხომ მით უმეტეს დარჩენილ ორ ურთულეს მატჩში. იმედი ვიქონიოთ, რომ ბიჭები შეძლებენ წნეხის დაძლევას და საჭირო მობილიზებით სასურველ შედეგს მიაღწევენ.

2 წუთში: 0:8.
მერე: 2:12.
თანდათან გამოვასწორეთ თამაში, სროლებიც უფრო წავიდა, დაცვაშიც უკეთ ვმოქმედებდით – შედეგად, ბოლო წუთზე წინაც გავედით, მაგრამ პერიმეტრზე ისევ დავტოვეთ კაცი და მეოთხედიც უკრაინამ მინიმალური სხვაობით მოიგო – 20:21.
ბარემ ვთქვათ: შერმადინი მაგარი იყო. როგორც რეპორტაჟისას მონდომებული გულშემატკივრის ხმა ისმოდა: გიო ტერმინატორი ხარ!

მეორე მეოთხედი წავაგეთ – 38:51 – მიზეზი მარტივია: დაცვა. ძალიან სუსტად ვითამაშეთ დაცვაში. მეტოქე ახერხებდა პერიმეტრზე დარჩენას, ფარზე თამაშს, შესვლებს, მარტო რამდენჯერ ჩაგვიტენეს – ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევდით მეტოქეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ სხვაობა საგრძნობლად შევამცირეთ, სულ ბოლოს უკრაინა ისევ გაიქცა. თან როგორ გაიქცა – ტაიმის დამთავრება მინუს 13 ქულით სახუმარო არ არის.

მესამე მეოთხედს როგორც წესი კარგად ვთამაშობთ ხოლმე. იყო მონაკვეთი, როდესაც 3 ქულამდე შევამცირეთ სხვაობა. თუმცა მეტი ვეღარ მოვახერხეთ. დაცვა შედარებით გამოვასწორეთ, მაგრამ მაინც ხშირად ვაძლევდით მეტოქეს სამქულიანების სროლის საშუალებას. საბოლოოდ 4-ქულიანი ჩამორჩენით გავედით ბოლო მეოთხედამდე.
ვერაფრით ავცდით ძალიან სანერვიულო დასკვნით ათწუთეულს. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში ისიც გვემატებოდა, რომ დიქსონს და სანაძეს 4 ფოლი ქონდათ.

ნერვების წყვეტას ბუნებრივია ვერ ავცდით. 4 ქულამდე მივუახლოვდებოდით, მაგრამ მეტი აღარ გამოგვდიოდა. ბოლოსკენ, ასე 3 წუთით ადრე გადამწყვეტ მომენტში მაინც დასანანი შეცდომა დავუშვით. უკრაინაც დაცვაში მედგრად იდგა და ძალიან ჭირდა ქულების აღება. მეტოქეს კი წვრილმანებში უმართლებდა და ამ დეტალებმა საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. მოკლედ, ბოლო გაბრძოლებას შედეგი აღარ მოუტანია და უკრაინასთანაც დამარცხებულები დავრჩით – 81:88.

 

 

 

ახლა, 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელი გველის და რაც არ უნდა მოხდეს, უნდა მოვიგოთ. სხვა გზა უკვე აღარ დარჩა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები