LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩს ითამაშებს

78

საქართველოს ნაკრები 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დუბაიში დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 23 იანვარი ფიფას კალენდარში ოფიციალურ თარიღად არ არის შეტანილი. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ თამაშს 24 მარტს, თბილისში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები