LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

81

2016 წლის ივნისიდან, ირანული ავიაკომპანია „TABAN Airlines” იწყებს ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით:

  • ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი – კვირაში 2 სიხშირით;
  • თეირანი-თბილისი-თეირანი – კვირაში 2 სიხშირით;
  • მაშადი-თბილისი-თაბრიზი – კვირაში 1 სიხშირე;
  • თეირანი-ბათუმი-თეირანი – კვირაში 1 სიხშირით;
  • თაბრიზი-ბათუმი-მაშადი – კვირაში 1 სიხშირე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მიენიჭა ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა.

ავიაკომპანია „TABAN Airlines“-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა დადებითად აისახება ტურისტული ნაკადებისა და მგზავრების რაოდენობის ზრდაზე, ვინაიდან აღნიშნული ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები