LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს დაასპონსორებს

79

საქართველოს ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, მემორანდუმის თანახმად, ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი – საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს სპორტის განვითარებას ქვეყანაში და ქართველი სპორტსმენების კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მსფოლიო ასპარეზზე. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს უფლება მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ,  ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და წარმატებაში, მათი წარმატება კი სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ბანკის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთანამშრომლობის შედეგად, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსემენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები