LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ცვლილებები უხდება: ჩვენი ადგილი რუსეთში არ არის

38

საქართელოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევის მორიგი მატჩი ითამაშა და ისევ ვერ მოიგო. ამჯერად ჩვენი მეტოქე ჯგუფის აუტსაიდერი იყო და სამი ქულის მოლოდინიც ამის გამო მძაფრდებოდა. თუმცა მოლდოვა ისტორიულად უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და ამ არც თუ ძლიერი გუნდის დამარცხება ჩვენთვის მარტივი საქმე აღარ არის.

საქართველო ტრადიციულად ერთი ტაიმის გუნდად წარდგა. ამ შემთხვევაში უკეთესი მეორე ნახევარი გამოვიდა. პირველი ტაიმი პირწმინდად ჩავაგდეთ და შესაბამისად 0:2 წავაგეთ კიდეც. მართალია მეორე გოლი აშკარად არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ უნიათო თამაშს ეს დიდად ვერ გაამართლებს.

მეორე ტაიმი საქართველოს აშკარა უპირატესობით წარიმართა და მოგებაც შეგვეძლო. თამაშის შემობრუნება შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოახერხეს. აქედან ორმა გოლი გაიტანა და ცოტა მეტი გამართლების შემთხვევაში მესამის გატანაც შეიძლებოდა.

ასე თუ ისე, ჩვენი ეროვნული გუნდი ისევ მოგების გარეშეა და რა თქმა უნდა ასეთი თამაშით და ასეთი გუნდით ჩვენი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე (რუსეთი) ნამდვილად არ არის.

საქართველო მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 2 სექტემბერს, თბილისში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

პირველ ნახევარში სწორი ტაქტიკა არ შეგვირჩევია

ვლადიმირ ვაისი:
“გულშემატკივრებმა საინტერესო ფეხბურთი იხილეს, რომელიც ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. უხეში შეცდომების გამო დავისაჯეთ და 0:2-ს ვაგებდით, თუმცა მეორე ნახევარში სულ სხვა ფეხბურთი ვიხილეთ. ცვლილებების შემდეგ თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა. შესაძლოა, პირველ ნახევარში სწორი ტაქტიკა არ შეგვირჩევია. მეტოქის დაღლა გვსურდა, რის შემდეგაც იმ მაღალი კლასის მოთამაშეების გამოყვანა გვსურდა, რომლებსაც სამწუხაროდ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ. ყაზაიშვილი და მერებაშვილი თამაშში კარგად ჩაერთვნენ.

მოგება ორივე გუნდს სურდა, მაგრამ სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. დადებითი მხოლოდ ის არის, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შევძელით და საგოლე მომენტები შევქმენით.

ფრე ლოგიკური შედეგია, რადგან მოლდოვამ პირველი ტაიმი ითამაშა უკეთ, ჩვენ კი მეორე.”

 

მოლდოვა 2:2 საქართველო

კიშინიოვი, „ზიმბრუ არენა“

მოლდოვა: ნამაშკო, პოსმაკი, კარპი (73’ კოჟოკარი), ეპურიანუ, ციგირლაში (77’ რაკუ), ჩებოტარუ, დედოვი, გინსარი, ბორდიანი, ანტონიუკი, ჩოჩუკი (73’ ბუგაევი)

საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე (35’ კვეკვესკირი), ტაბიძე, კაშია, კვერკველია, დაუშვილი (46’ ყაზაიშვილი), კანკავა, დვალიშვილი (65’ მერებაშვილი), კაჭარავა, არაბიძე, ნავალოვსკი

სათადარიგო: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, არაბული, ს. ლობჟანიძე, გვილია, შერგელაშვილი, ლობჯანიძე, ჯიღაური, კაკაბაძე

გაფრთხილება: 79’ არაბიძე, 88’ ბორდიანი, 89’ კანკავა

გოლები: 1:0 გინსარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (65), 2:2 ყაზაიშვილი (70)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები