LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე ცნობილია

43

დღეს, უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგაში, პირველ კალათაში იყო განთესილი.

საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში მოხვდა:

საქართველო
ლატვია
ყაზახეთი
ანდორა

შეიძლება ითქვას, რომ წილისყრა ნორმალურია, არც ყველაზე ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა და ბუნებრივია არც სუსტები. ყაზახეთი კარგა ხანია ჩვენზე უკან არ არის, ლატვიასაც მოუგია ჩვენთვის. ანდორა კი ალბათ აუტსაიდერი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა და წარმატებაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება.

ჯგუფის გამარჯვებული C დივიზიონის საგზურს მიიღებს, ხოლო 2020 წლის მარტში ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული პლეი-ოფის სისტემით გაარკვევს იმ ნაკრების ვინაობას, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება. ფინალური ეტაპის წილისყრა კი 2018 წლის დეკემბერში შედგება.
რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, ის 2019 წლის ივნისში ჩატარდება.

 

League D ლიგის სხვა ჯგუფები ასე განაწილდა:

ჯგუფი 2: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო;
ჯგუფი 3: აზერბაიჯანი, ფარერების კუნძულები, მალტა, კოსოვო;
ჯგუფი 4: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი.

სათამაშო დღეები:

6–8 სექტემბერი 2018
9–11 სექტემბერი 2018
11–13 ოქტომბერი 2018
14–16 ოქტომბერი 2018
15–17 ნოემბერი 2018
18–20 ნოემბერი 2018

 

 

 

წილისყრის შედეგად დაკომპლექტდა სხვა ლიგების ჯგუფები:

League A

ჯგუფი 1: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია
ჯგუფი 2: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია
ჯგუფი 3: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი
ჯგუფი 4: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

League B

ჯგუფი 1: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი
ჯგუფი 2: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი
ჯგუფი 3: ავსტრია, ბოსნია, ჩრდ ირლანდია
ჯგუფი 4: უელსი, ირლანდია, დანია

League C

ჯგუფი 1: შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი
ჯგუფი 2: უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი
ჯგუფი 3: სლოვენია, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი
ჯგუფი 4: რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ლიტვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები