LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას ითხოვს- ნიკა გვარამია

39

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი მიიღო, რომლის მიხედვით, “რუსთავი 2”-ის მოპასუხე სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას მოითხოვს.როგორც ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მთავრობის პოზიციაში საუბარია, რომ “რუსთავი 2”  ლახავს სასამართლოს იმიჯს და სიცრუეს ავრცელებს.

მოვიდა სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი. სხვა დანარჩენთან ერთად, საქართველოს მთავრობა ითხოვს, სანამ საქმის განხილვა დასრულდება, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და რ2 გადაეცეს ხალვაშს (კანონიერ მესაკუთრესო, ასე წერენ). ნუ ამათ რა აწუხებთ და ამ მოთხოვნით რას ამტკიცებენ, გასაგებია.

ახლა, მოკლედ, ქვემოთ რაც დავდე იმის შესახებ. აბა, გარდა იმისა, რომ ჩემი ბრიფინგებით რ2 სასამართლოს იმიჯს ლახავს და სიცრუეს ავრცელებს, კიდევ რა მოიყვანა იუსტიციის სამინისტრომ რ2ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების მაგალითად? როგორც ნავარაუდევი იყო 100%იანი სიზუსტით – ევროპული საქართველოს და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები.

სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=965747483593578&set=a.359524337549232.1073741838.100004750055601&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები