LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნატო-ს წევრობა ეკუთვნის – პაოლო ალი

175

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი მიიჩნევს, რომ   საქართველოს ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. როგორც მან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ასამბლეა 15 წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

„საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. ჩემზე საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, თუ როგორი ერთიანი სულისკვეთება და მიზანი აქვს ქართველ ხალხს. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ მათი მომავალი ნატო-სა და ევროკავშირთან ერთად არის. საქართველოს მართლა ეამაყება, რომ უმასპინძლა ნატო-ს საპარლამენტო სესიას. ბოლო 15 წლის განმავლობაში ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და მის გზას ინტეგრაციისკენ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით კოლეგებთან საქართველოს პარლამენტში, რათა შეგვექმნა საფუძველი წევრობისთვის და ასევე ჩვენ ვმუშაობდით მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნების პარლამენტებში, ჩვენს მთავრობებთან, იმისთვის რომ საქართველო გაწევრიანდეს“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები