LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩინეთის დედაქალაქში ალიანსს დააფუძნებს

30

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანაინკუბაციის (ICI) დამფუძნებელი ხდება. ალიანსის შექმნა 2017 წლის 27 ნოემბერს, ჩინეთის დედაქალაქში იგეგმება და მისი მთავარი მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

„პროექტში საქართველოს ჩართვით ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, მხარდაჭერა მოიპოვონ აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქმიანობის წამოწყების სურვილის შემთხვევაში. ალიანსი პეკინის მუნიციპალიტეტის ფინანსური ხელშეწყობით ფუძნდება, რაც ავტომატურად გულისხმობს მსგავს შემთხვევებში პეკინის მუნიციპალური მთავრობის მხარდაჭერას. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ფინანსური ინვესტიცია ჩინეთის მხრიდან. ICI-ს იდეა თავის თავში გულისხმობს მასშტაბურ ბიზნესინკუბატორს, ამიტომ მას ექნება პირდაპირი წვდომა ჩინურ კომპანიებთან, რაც ქართულ-ჩინურ ბიზნესსექტორებს შორის კომუნიკაციას მეტად ეფექტიანს გახდის. პროექტში ჩასართავად ქართულ კომპანიებს რეკომენდაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უნდა გაუწიოს“, – ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალიანსის ძირითადი დამფუძნებლები პეკინის მუნიციპალიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომისია და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო არიან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტში ჩართვით საქართველო ავტომატურად ხდება ალიანსის წევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები