LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ამინდი იცვლება – როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

125

საქართველოში ამინდი იცვლება – უახლოეს დღეებში არასტაბილური ამიდია მოსალოდნელი.

7 იანვარს, დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11–16 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება, თბილისში –13 გრადუსი.

8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ზოგან კი 17–22 მეტრი წამში იქნება. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები