LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩასვლის არ მეშინია – მიხეილ სააკაშვილი

37

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე ვიქნები და უფრო მეტიც, პოროშენკო ამას ინანებს, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობის, სამართალდამცველების და არმიის უმრავლესობა მის გუნდს უჭერს მხარს. ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს. ეს არის მათი მთავარი დილემა, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები