LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ჩატარებულ ევროვიზიაზე რუსი არ უნდა იგებდეს, – არის სამარცხვინო განცხადება!”

76

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე და მის გამარჯვებულთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე წერს.

მეტრეველის თქმით, არგუმენტი, რომ “საქართველოში ჩატარებულ ევროვიზიაზე რუსი არ უნდა იგებდეს” სამარცხვინოა.

“რუსეთი მტერია, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ არგუმენტი, რომ ამის გამო არ უნდა მოეგო რუს კონკურსანტს, არის მარაზმის პიკი და შეეშვით ამაზე აპელირებას! ანუ ბავშვს საუკეთესოდ რომ ემღერა, უნდა დაგვეჩაგრა და ქულები სპეციალურად უნდა დაგვეკლო, რადგან რუსეთს წარმოადგენდა?! რუს კონკურსანტს იმიტომ არ უნდა მოეგო, რომ, როგორც ამბობენ, ცუდად იმღერა (მე არ მიყურებია სამწუხაროდ)! ეს უნდა იყოს ერთადერთი არგუმენტი. საქართველოში ჩატარებულ ევროვიზიაზე რუსი არ უნდა იგებდეს, – არის სამარცხვინო განცხადება! თუ კონფლიქტის გამო ობიექტურობა არ შეგიძლია, მაშინ საერთოდ არ უნდა უმასპინძლო ევროვიზიას”, – წერს მერაბ მეტრეველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები