LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დათბება – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

100

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით 24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 25 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 26 აპრილს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 24 – 25 აპრილს +19, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

პოპულალურები