LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დუტის ქურთუკების წარმოება დაიწყება – პროდუქცია მსოფლიო ბაზარზეც გავა

94

„საპარტნიორო ფონდი“ ჩინური ინვესტიციით საქართველოში დუტის ქურთუკების წარმოების დაწყებას, პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას და ადგილობივი მუშახელის ჩინეთში გადამზადებას გეგმავს.

დეტალების განსახილველად, ფონდს  ძიანგისის პროვინციის ინდუსტრიული ქალაქ კუნცინის მთავრობისა და ბიზნესსექტორის გაერთიანებული დელეგაცია ეწვია.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩინელი ინვესტორები საქართველოში დუტის ქურთუკების წარმოების შექმნას, ქვეყანაში დამზადებული პრდუქციის ევროკავშირის, ამერიკისა და კანადის ბაზრებზე გატანას და 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის ჩინეთის ტექსტილის საწარმოებში გადამზადებას გეგმავენ.

წინასწარი პროექტით, ცნობილი ბრენდებისთვის საექსპორტო პროდუქცია დამზადდება. საწყის ეტაპზე კი განსაკუთრებული ყურადღება „იაია“(Yaya)-ს ბრენდს დაეთმობა, რომელიც ჩინეთში 1972 წლიდან იწარმოება და ექპორტზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადის.  პროექტის ფარგლებში საქართველოდან ჩინეთში ცნობილ ტექსტილის საწარმოებში 300-ზე მეტი მუშახელი გადამზადდება.

ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე აქცენტი ტექსტილის ინდუსტრიის მზარდ ტენდენციაზე გაკეთდა.  აღინიშნა, რომ აზიური ქვეყნები საერთაშორისო ტექსტილის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ,  ჩინეთს კი მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ყველაზე დიდი წილი აქვს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის როლის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ძიანგსის პროვინციის უმსხვილესი ქურთუკების საწარმო  ჩინეთის მოსახლეობის 60% აკმაყოფილებს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დაკვეთებს ასრულებს.

შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდის  ინიციატივით, საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები