LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური სრული დატვირთვით დეკემბერში ამუშავდება

104

გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ”ქართლი” გაიხსნა.

პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა.

ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნკვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სადგურია.

სამშენებლო სამუშაოები  მიმდინარე წლის  მარტში დაიწო. სადგური ოქტომბრის თვიდან ტესტირების ეტაპზე გადავა. დეკემბრის მეორე ნახევარში კი ექსპლუატაციაში შევა და  სრული დატვირთვით ამუშავდება.

აღნიშნული პროექტის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი. ექსპლუატაციის პროცესში  გადამზადებული და დასაქმებული  იქნება  საქართველოს 20  მოქალაქე. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 34 მლნ აშშ დოლარს.  მათ შორის 24 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს,  10 მლნ აშშ დოლარით კი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.

ქარის ტურბინების მომწოდებელი კომპანია არის მსოფლიოში ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ,,Vestas Benelux B.V.” ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები კი ჩინური  კომპანიის   „China Nuclear Industry 23 Constryction Co“-ის მიერ  შესრულდა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალ ემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარი სენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრნენ.

,,საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიების, მათ შორისაა, ქარის ენერგიაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამგვარი პროექტების განხორციელებას. ამის საშუალებას გვაძლევს არა მარტო ჩვენი ქვეყნის რესურსები, არამედ ენერგოდამოუკიდებულობისკენ სწრაფვა და ევროპასთან აღებული ვალდებულებები. ბოლო 4 წლის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა 94 განახლებადი პროექტების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში. ჯამში ესპროექტები 3,100 მგვტ-ია, ხოლო მათი საინვესტიციო ღირებულება- 6 მლრდ აშშ დოლარი. ამ პერიოდში დასრულდა 17 ენერგო პროექტი, რომელიც ჯამში 425 მგვტ-ს შეადგენს,  ხოლო განხორციელებული ინვესტიცია კი 540 მლნ დოლარს. გარდა ჰიდროელექტრო სადგურებისა, ჩვენ ვახორციელებთ  670 მგვტ ქარის, 55 მგვტ მზისა და 3 მგვტ ბიო მასის პროექტების კვლევებს.

ჩვენს ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ასევე თბოელექტროსადგურების პროექტების განხორციელება, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის არის უმნიშვნელოვანესი. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ 4 წლის პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა 244 მგვტ-ის  2 თბოელექტროსადგური, და საფუძველი ჩაეყარა დამატებით 380 მგვტ-ის სიმძლავრის თბოელექტროსადგურების პროექტების განხორციელებას”,- განაცხადა ილია ელოშვილმა.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობას „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” 2013 წელს დაიწყო.

2013 წლის ზაფხულში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფონდის დაკვეთით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია „MEVENTUS”-მა მოამზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ამასთანავე მომზადდა ტურბინების განლაგების რამდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვსტურბინიანი სქემა.

დეტალური პროექტი მომზადდა ბელგიური საკონსულტაციო კომპანიაTractebel Engineering S.A-ს მიერ, რომელიც წარმოადგენს გიგანტიკონცერნის GDF Suez Grroup-ის შვილობილ კომპანიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები