LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

105

საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრას გახსნის.

ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნულ ბანკი, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები