LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შტორმს და ძლიერ ქარს ელოდებიან

37

ხვალ საქართველოში ძლიერ ქარსა და ქარბუქს ელოდებიან, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამ ღამ და ხვალ ზღვაზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

დღეს, დღის ბოლოს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.  15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  +6, +11 გრადუსი იქნება.

18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები.

20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები