LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

168

საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე გიორგი კერეტაშვილმა განმარტა, რომ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და ეს იყო ის ძირითადი რისკი, რაზე დაყრდნობითაც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად სულ 10 პირი დააკავეს. ათიდან 3 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს.

23 წლის ახალაგაზრის გატაცების დეტალაებზე ისაუბრა მედიასთან საქმის პროკურორმა. ბექა ხუნაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე მუხიანში, ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, ორი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, შემდეგ კი ნაქირავები „ტოიოტას“ მანქანით გადაიყვანეს წყალტუბოში, სოფელ მაკლაკში, სადაც საწოლზე დააბეს, მოგვიანებით კი გატაცებულის მამას დაურეკეს და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ სამი მილიონი ლარი მოსთხოვეს.

„საქმეში მონაწილე გარკვეული პირების ვინაობა დასადგენია, მათ შორის ვერონიკა პაპინას სახელით მოქმედი მდედრობითი პირის ვინაობა. დასადგენია ვინმე ასტამურას ვინაობა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის მითითებით საქმეში თანამზრახველია. დასადგენია პირი, რომელმაც უშუალოდ დაურეკა გატაცებულის მამას სამი მილიონი ლარის მოთხოვნით. ასევე დასადგენია პირი, რომელმაც ვიდეოკამერით გადაიღო დატყვევებულის კადრები და ჩაწერეს მოთხოვნები, რომლებიც ასევე გატაცებულის მამისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ სხვა თანამზრახველების ნაწილი აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ“, – განაცხადა პროკურორმა.

არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები