LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშიში ზღაპრების“ დედოფალი სელმა ჰაიეკი პრემიერაზე ანათებდა (ფოტო)

589

რომის პაპთან ვიზიტის შემდეგ მსახიობი სელმა ჰაიეკი  მატეო გარონეს ახალი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა. „საშიში ზღაპრების“ ბრიტანულ ჩვენებაზე 49 წლის მსახიობი ელეგანტური კაბით მივიდა. Gucci-ს 2016 წლის საშემოდგომო კოლექციის კაბა თითქოს სპეციალურად ჰაიეკისთვის იყო შექმნილი. მწვანე-სალათისფერი კაბა ყვავილოვანი ორნამენტებით და თვლებით იყო გაფორმებული, რომლებიც, თავის მხრივ, საყელოს დეკორაციას ქმნიდა.

თვლებით იყო გაფორმებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც. სამოსის გემოვნებიანი შეხამება არავის გაკვირვებია, რადგან სელმა ჰაიეკი მსოფლიოს ყველაზე გემოვნებიან მსახიობთა სიაშია.  ჰაიეკს პრემიერაზე თან ახლდა მილიარდელი მეუღლე, ფრანკოს-ჰენრი პინალტიც.

ფილმი „საშიში ზღაპრები“ ჯამბატისტა ბაზილეს 3 ცნობილი ზღაპრის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი კანის კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში მონაწილეობდა და მასში სელმა ჰაიეკის გარდა მთავარ როლს ვენსან კასელიც ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები