LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის გერმანულმა ბრენდმა ”ფაკირი” 85 წლის იუბილე აღნიშნა

151

ტექნიკის  მწარმოებელმა  ერთ-ერთმა  წამყვანმა  გერმანულმა  ბრენდმა ”ფაკირი” 16  ნოემბერს, 18:30  საათზე, „მომა  თბილისში“ (ზ.  წერეთლის  სახელობის  თანამედროვე  ხელოვნების  მუზეუმი)  ბრენდის  დაარსების  85 წლის  იუბილესთან  დაკავშირებით  გრანდიოზული  ღონისძიება გამართა.

საღამოს  ქართველ  ცნობილ სახეებთან  და მოწვეულ  სტუმრებთან  ერთად  დაესწრო  კომპანიის მმართველი  მენეჯმენტი, რომლებიც  სპეციალურად  ამ  დღისთვის  თურქეთიდან ჩამოვიდნენ.

ცნობისთვის, ”ფაკირი” წვრილი  საყოფაცხოვრებო  ტექნიკის  ერთ-ერთი ლიდერი  მწარმოებელია  მსოფლიო ბაზარზე. კომპანია გერმანიაში, ქ. შტუტგარტში დაფუძნდა ჰ. ვილიელმ კიჩერერის მიერ. ”ფაკირის” ბრენდს საქართველოში კომპანია „მატექს ჯორჯია“ წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე უკვე 17 წელია ოპერირებს, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად ”ფაკირი”-ს ბრენდის  ტექნიკა  საქართველოში წარმოდგენილია  თორმეტი  მაღაზიითა  და 50- მდე სადილერო  ქსელით. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაფუძნების დღიდან  “”ფაკირი”-ს მისიას  წარმოადგენს თანამედროვე  ტექნოლოგიების  შეტანა თითოეულ  ოჯახში. ამ  მისიას  ბრენდი  დღემდე  წარმატებით  ასრულებს  და  მაღალი  მოთხოვნით სარგებლობს  თურქეთსა  და  მსოფლიოს  60-ზე  მეტ  ქვეყანაში,  სადაც  ხორციელდება  ”ფაკირის”ტექნიკის  ექსპორტი.

”ფაკირი” თავისი წარმოების  ხაზით,  თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი ფუძემდებელია მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ”ფაკირი” მუდმივად  სთავაზობს  მომხმარებლებს ინოვაციური  ტექნოლოგიებითა  და  დახვეწილი  დიზაინით  შექმნილი მრავალფეროვანი ტექნიკის არჩევანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები