LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარზე არ შევჭრილვარ, ხელში ამიტაცეს და ისე გადამატარეს – მიხეილ სააკაშვილი

36

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, საზღვრის გარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ „ხელში აიტაცეს და საზღვარი ისე გადაატარეს“.

ეს უკრაინის ხალხმა გააკეთა, – განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლვოვში შუადღემდე დარჩება.  „უნიანის“ ცნობით, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია მედიისთვის.

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის, განცხადებით, ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მხარდამჭერებთან ერთად, კიევში გამგზავრებას გეგმავს.

10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, “შეგინის” სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები