LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ბანგლადეშის 2 მოქალაქე დააკავეს

95

შსს-ს თანამშრომლებმა ბანგლადეშის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ვარცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ”.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები