LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალურ ძალადობაში ამჯერად დასტინ ჰოფმანს ადანაშაულებენ

175

ჰარვი ვაინშტეინისა და კევინ სპეისის შემდეგ სექსუალური სკანდალი ამჯერად დასტინ ჰოფმანის გარშემო აგორდა. მწერალი ანა გრემ ჰანტერი მსახიობს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ის მხოლოდ 17 წლის იყო, როცა ჰოფმანმა მისით მანიპულირება დაიწყო. ამ პერიოდში ჰანტერი პრაქტიკანტი იყო, ოსკაროსანი მსახიობი კი, უკვე 48 წლის გახლდათ. მწერლის მტკიცებით, ჰოფმანმა მას გადასაღებ მოედანზე ფეხის მასაჟის გაკეთება მოსთხოვა, შემდეგ კი მასზე ძალადობა  სცადა.  ეს ისტორია ხუთი დღის მანძილზე გრძელდებოდა და ანა ჰანტერმა ყველაფერი დღიურში ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით დას გაუგზავნა. ქალბატონი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ გადამღებმა ჯგუფმაც იცოდა, თუმცა, ხმა არავის ამოუღია. საუბრის სურვილი კი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჰოლივუდში ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ საპროტესტო ნოტა აგორდა.

80 წლის დასტინ ჰოფმანმა ამ განცხადებას მალევე წერილით უპასუხა: „მე დიდ პატივს ვცემ ქალბატონებს და თავს საშინლად ვგრძნობ, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი ეს ქმედება დიდ ტრამვას აყენებდა ანა ჰანტერს. ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი. ეს საქციელი არ მეტყველს ჩემს ხასიათზე. მე ასეთი ადამიანი არ ვარ“-დაწერა მსახიობმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები