LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმა პრაქტიკაში შესაძლოა გამოუყენებელი აღმოჩნდეს

59

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმა პრაქტიკაში შესაძლოა გამოუყენებელი აღმოჩნდეს. ნორმის შემოღება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტით იგეგმება. აღნიშნულ საკითზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზვიად ოქროპირიძემ ისაუბრა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა. მისი თქმით, კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებს, თუმცა პროექტი ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს.
მისივე თქმით, პრობლემური საკითხია ე.წ. სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ფიზიკური ან სხვაგვარი ქცევის დეფინიცია, ვინაიდან ამის საკანონმდებლო დეფინიცია არ არის. “ვფიქრობთ, პრაქტიკაში ბევრი პრობლემა იქნება. პოლიციელთა მხრიდან მიზანიც რთული დასადგენი იქნება, რამდენად გამოიწვია ასეთმა ქმედებამ, რომლის დეფინიციაც არ ვიცით, პირის ღირსების შელახვა და დამამცირებელი გარემოს შექმნა“, – განაცხადა ოქროპირიძემ.

პროექტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი და ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.  ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები