LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრიდან პოლიეთილენის პარკებით “მორთულ” ხეებს ვეღარ ნახავთ

148

სექტემბრიდან ე.წ „ერთჯერად პარკებს“ ვეღარ გამოიყენებთ – შესაბამის კანონპროექტს უკვე ამზადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

როგორც „ფორტუნას“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა,  სავარაუდოდ უკვე პირველი სექტემბრიდან ყველაზე მცირე 0.5- მიკრონიანი ცელოფნების მოხმარება აიკრძალება.

მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე ამბობს, პოლიეთილენის პარკები პრობლემას ქმნის როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ესთეტიკის თვალსაზრისით.

როგორც გაჩეჩილაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას განმარტა, პოლიეთილენის პარკები ბუნებაში არ იხრწნება და სერიოზულ პრობლემას ქმნის.

მისი თქმით, საკითხი იოლად მოსაგვარებელი არ იქნება და პოლიეთილენის პარკების ეტაპობრივად ჩანაცვლება მოხდება. გასათვალისწინებელია როგორც მოსახლეობის სოციალური ფონი, ასევე ბიზნესის ინტერესებიც, რადგან ბიოდეგრადირებადი პარკების დამზადება შედარებით ძვირია.

„თუ გვინდა ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდეთ, ევროპასთან რატიფიცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლებას. ამასთან, ქვეყანაში ტურიზმი სწრაფი ტემპით ვითარდება და გარდა გარემოსთვის მიყენებული ზიანისა, უბრალოდ უხერხულია, პოლიეთილენის პარკებით მორთული ხეები და გარემო,“- აცხადებს მწვანეთა პარტიის ლიდერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები