LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსის  მატჩის დროს ჩოგბურთელის მეუღლე 5 თვის ქალიშვილს აჭმევს (ფოტო)

332

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი მშობიარობის შემდეგ სპორტს დაუბრუნდა. საინტერესოა, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა ფედერაციის თასზე დასთან, ვენუსთან ერთად პირველი მატჩი წააგო. მართალია დებმა უილიამსებმა ვერ მოიგეს, თუმცა,  ამერიკის ნაკრებმა ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადასვლა მაინც მოახერხა.

შეხვედრა სამხრეთ კაროლინაში გაიმართა, სადაც მაყურებლის რიგებიდან ლეგენდარული ჩოგბურთელის მატჩს თვალს მეუღლე, ალექსი ოგანიანი ადევნებდა. სერენას მეუღლეს ხელში 5 თვის ქალიშვილი ეკავა და ბოთლით რძეს ასმევდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სერენა უილიამსს კორტებზე დედის ამპლუაში ვხედავთ. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში თამაშზე უილიამსმა უარი განაცხადა, რადგან მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები