LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსის ზღაპრული ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები

509

სერენა უილიამსმა და მისმა რჩეულმა, ალექსი ოგანიანმა გასულ კვირას იქორწინეს. ინტერნეტში კი უკვე გამოჩნდა ფოტოები საქორწინო ცერემონიიდან, რომელიც მეუღლეებმა თავად განათავსეს „ინსტაგრამზე“. ცნობილია, რომ გრანდიოზული ქორწილის ყველა დეტალს მკითხველი ჟურნალ „ვოგის“ ახალ ნომერში იხილავს.

რაც შეეხება სერენას, ლეგენდარულ ჩოგბურთელს „ალექსანდრე მაკქუინის“ ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის ბრენდის დიზაინერმა, სარა ბერტონმა შექმნა. სერენა უილიამსი გამოტყდა, რომ დიზაინერთან შეხვედრის შემდეგ სხვა მოდელზე არც უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაბა მისი სტილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსისა და Reddit-ის პორტალის დამფუძნებლის, ალექსი ოგანიანის ურთიერთობა უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა წყვილმა დაქორწინება მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. ცერემონიის ყველაზე საპატიო სტუმარი კი, ცხადია წყვილის 2 წლის ქალიშვილი, ალექსის ოლიმპია იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები