LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში 125 ადამიანი გადამზადდა

39

აჭარაში ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს პიარ კომუნიკაციებში ტრენინგი ჩაუტარდათ. როგროც ”ფორტუნას” აჭარის ტურზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან აცნობეს, ტრენინგი “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად ელიზიანმა ჩაატარა. ის ტურ ოპერატორებს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ძირითადი საკითხების შესახებ ესაუბრა, რაც აუცილებელია ტურ სააგენტოების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და წარმატებისთვის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურ სააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ატარებს. წელს, სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში 15 ტრენინგი ჩატარდა, რის შედეგადაც ტურიზმის სექტორში არსებული სტანდარტების შესახებ 125 განთავსების, კვებისა და ტურისტული სააგენტოების მოქმედი თანამშრომელი გადამზადდა. პირველ კვარტალში ტრენინგები ძირითადად, განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლებს, კვების ობიექტების მენეჯერებს, მიმტანებსა და ტურ ოპერატორებს ჩაუტარდათ ონლაინ დაჯავშნების, საკვები პროდუქტების ინსპექტირების, სარესტორნო ბიზნესის მართვის, სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა და პიარ კომუნიკაციების შესახებ.  წლის ბოლომდე კი დეპარტამენტში 55-ზე მეტი ტრენინგია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება.

„ჩვენს მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ნახლდება ვებ გვერდზე “Recommend.ge”. სურვილის შემთხვევაში,  დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია მოგვმართოს ინიციატივით კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების თაობაზე. ჩვენი სატრენინგო ცენტრი დეპარტამენტის ბაზაზე ფუნქციონირებს და ტრენინგებს ძირითადათ მოწვეული ტრენერები ატარებენ. ჩვენს მიერ შეთავაზებული ტრენიგები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის,” – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები