LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დღის განმავლობაში კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი მოიგერია

82

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დღის განმავლობაში კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი მოიგერია. როგორც დელტაში აცხადებენ, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით, 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.
სეტყვასაშიში ღრუბლის მასები საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებში გავრცელდა და დაემატა ადგილობრივად წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლებიც.
ნალექმა სამხრეთ-დასავლეთიდან რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100 % შეადგინა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 45 მმ იყო.

რაკეტებით დამუშავება საგარეჯოს რაიონის თავზე საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არსებობის გამო მნიშვნელოვანი შეზღუდვით ოთხ ეტაპად განხორციელდა.

“საბოლოო ჯამში აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უმეტესი ნაწილი ოთხივე რაიონში მსხვილი წვიმის სახით ჩამოიცალა.
ჩამოყალიბებლი სეტყვის მარცვლების ჩამოცლა მხოლოდ საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა და მისი სხვა რაიონებზე გავრცელება თავიდან იქნა არიდებული.
რეგიონში ღრუბლის მასების შემოსვლა ამ დრომდე გრძელდება და სისტემა აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები