LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შახტაში დაშავებული ორივე პაციენტი კონტაქტურია – ჯანდაცვის სამინისტრო

72

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია და ისინი მკურნალობას იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება. ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს.

მათივე ცნობით, ტყიბულში, მინდელის შახტაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია. ვითარების შესასწავლად შრომის ინსპექტორთა ჯგუფი საწარმოო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაიგზავნა.

მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები