LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავას ქუჩაზე დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

77

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნის, ზურაბ ტაკიძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნატა ხურციძემ, განაცხადა.

ხურციძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. დაჭრილი პოლიციელი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პაციენტის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ექიმების მხრიდან კომენტარი არ კეთდება.

პოპულალურები