LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეეხე მეცნიერებას”– 13 მაისს საინტერესო ფესტივალი ტარდება

72

13 მაისს, თბილისში, მეცნიერების ფესტივალი – „შეეხე მეცნიერებას“ გაიმართება. ფესტივალში წელს 120-ზე მეტი ნიჭიერი მოსწავლე იქნება ჩართული. ახალგაზრდა მიცნიერები და წარმატებული მოსწავლეები  დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი 2 საათიან პროგრამას დაეთმობა, რომლის განმავლობაში არაერთი ექსპერიმენტიც ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული გამომგონებლების ნამუშევრების ჩვენებაც.

ესქპერიმენტების შოუ ისთ ფოინთის ცენტრალურ სივრცეში მოწყობა და მას დემირელის კოლეჯის მოსწავლეები წარადგენენ. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა გამოგონებები და  თავად ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. მეცნიერების ფესტივალში დემირელის სახელობის კოლეჯის გარდა თბილისის სხვა სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა მეცნიერები და შშმ გამომგონებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთავლიერებელი 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერმენტსა და 20-მდე ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.  ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.

პროექტი „შეეხე მეცნიერებას“ წელს დემირელის სახელობის კოლეჯის ინიციატივით იმართება და მასში დედაქალაქის სხვადასხვა სკოლაც მონაწილეობს. მეცნიერების ფესტივალში 2016 წლის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გამომგონებლებიც არიან ჩართულნი, რომლებიც დამთვალიერებლებს საკუთარ პროექტებს გააცნობენ და მისცემენ რჩევებს ამ თემით დაინტერესებულ მოსწავლეებს.

პოპულალურები