LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფერხებული ფრენები მთელ მსოფლიოში: ბრიტანულ ავიახაზებს პრობლემები აქვს

74

ბრიტანული ავიახაზების ფრენების შეფერხება მთელ მსოფლიოში, კომპიუტერულმა პრობლემებმა გამოიწვია. ავიაკომპანია, სისტემის გლობალურად მწყობრიდან გამოსვლისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ პრობლემბის გადაჭრას სწრაფად ეცდებიან.

ჰითსროუს აეროპორტში განაცხადეს, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

რამდენი ფრენა გაუქმდა და გადაიდო, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნაწილობრივ გათიშულია ბრიტანული ავიახაზების ვებ – გვერდი. მგზავრები ვერ ახერხებენ მობილური აპლიკაციის გამოყენებასაც.

ჟურნალისტი მარტინ კეტი აცხადებს, რომ ის თვითმფრინაში, გაფრენას 90 წუთი ელოდებობდა, ბოლოს კი პილოტმა განაცხადა, რომ “IT პრობლემები კატასტროფული იყო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები