LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

161

„ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები შედის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

„შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს იქნება პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაული. გავამკაცრეთ მიდგომები და სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენაზე და შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შედარებით მკაცრი განმეორებით ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. ეს არის კანონპროექტის ძირითადი არსი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები