LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერილ ქოული და ლიამ პეინი მშობლები გახდებიან

321

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 33 წლის ბრიტანელი მომღერალი შერილ ქოული და One Direction-ის ყოფილი წევრი, 23 წლის ლიამ პეინი მშობლები გახდებიან. ქოულის ორსულობის შესახებ პრესა რამდენიმე თვის წინ ალაპარაკდა, თუმცა ვარსკვლავი კატეგორიულად დუმდა და კომენტარს არ აკეთებდა.

29 ნოემბერს პაპარაცებმა წყვილი ლონდონში, საქველმოქმედო კონცერტზე – „ Fayre Of St James“ დააფიქსირეს.  კაბაში მისი მდგომარეობა ადვილად შესამჩნევი იყო, თუმცა ცნობისმოყვარე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისგან შერილმაც და მისმა ბოიფრენდმაც თავი შეიკავეს.

ვარსკვლავური რომანი 2015 წელს დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც ქოული მეორე მეუღლეს ჟან-ბერნარდ ფერნანდეს-ვერსინის დაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები