LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს – შს მინისტრი

40

გიორგი მღებრიშვილს აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ. შს მინისტრის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა ე.წ.სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელის დაკავება მოხდეს და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
„აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორია დააკავონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები