LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუღებავი შავი პური არ არსებობს: როგორ უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი პური (ვიდეო)

ყოველდღიურად მაღაზიაში შესულს არჩევანის გაკეთება სხვადასხვა სახეობის პურს შორის გვიწევს.

როგორ უნდა შევარჩიოთ ის? ფასის, კალორიულობის თუ ბრენდის მიხედვით? როგორ გავარჩიოთ შეღებილი პური შეუღებავისგან და რიტორიკული კითხვა: შავი ჯობია თუ თეთრი.

უამრავი პურის შეძენის, შემოწმების და დაგემოვნების შემდეგ, ამ კითხვებზე „ფორტუნამ“ პასუხი კულინარიის აკადემიაში მიიღო.

როგორც აღმოჩნდა უმაღლესი ხარისხის ფქვილი სულაც არ არის კარგი, შავი პური კი – შავი.

 

პურის მთავარი დანიშნულება მისგან ვიტამინების და მინერალების მიღებაა

პურს ერთი მთავარი დანიშნულება აქვს: მისგან დღიური რაციონის შესაბამისი ვიტამინები და მინერალები უნდა მივიღოთ. როგორც აღმოჩნდა, თეთრი პურისგან ამის მიღება შეუძლებელია.

კულინარიის აკადემიის ლექტორი გვირჩევს, რომ უპირატესობა რუხი ფერის პურს მივანიჭოთ, რადგან შეუღებავი შავი პური არ არსებობს.

პურის შეღებვა ხარისხიანი საღებავით ხდება და ის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, თუმცა შეღებილი შავი პური, იმ თვისებებს არ ატარებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

 

მთავარია შემადგენლობა

მას შემდეგ, რაც გადავწყვეტთ როგორი პური გვირჩევნია, მის შესარჩევად აუცილებელია ეტიკეტის კითხვა ვისწავლოთ, რამდენად წვრილადაც არ უნდა იყოს ის დაწერილი.

“ხორბლის მარცვალი შედგება გარსისაგან, ბირთვისგან და ხორბლის სახამებლისგან, იგივე წებოვანა გლუტენისგან. ეს არის ხორბლის სახამებელი, რომელსაც აქვს თეთრი შეფერილობა და ნაკლებად არის დატვირთული მინერალებითა და ვიტამინებით.  სწორედ ამ ნაწილისგან მზადდება თეთრი პური. 

დიდი რაოდენობით ბე ჯგუფის მინერალები თავმოყრილია ხორბლის გარსში და ასევე, ბირთვში. სწორედ აქ არის თავმოყრილი ის სასარგებლო მინერალები, რომელიც გვჭირდება. შესაბამისად, ის ფქვილი, რომელიც ხორბლის გარსსა და ბირთვს მეტი რაოდენობით შეიცავს, უფრო სასარგებლოა“, – განაცხადა ნატა წერუაშვილმა “ფორტუნასთან.”

მისივე თქმით, პურის შემადგენლობაში, სასურველია იყოს მეორე ან მესამე ხარისხის ფქვილი, ასევე ჭვავისა და ცეხვილის ფქვილი…

 

მოკლედ შესაძლებელია პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, სულაც არ არის – პური ჩვენი არსობისა.

ამ მცირე ინფორმაციით,  დღეიდან თქვენ შეძლებთ, თავად გადაწყვიტოთ რის მიხედვით გააკეთებთ არჩევანს პურის დახლთან მისვლისას.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები