LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკისმომგვრელი ფოტოები სამეგრელოსა და გურიიდან – როგორ შეესია აზიური ფაროსანა მოსავალს

180

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც გურიასა და სამეგრელოშია გადაღებული. ერთგან, კერძოდ, გურიაში, ფოტოებზე გამოსახულია სიმინდის მოსავალს შესეული ხოჭო, აზიური ფაროსანა, რომელიც მოწეულ მოსავალს ანადგურებს და საკვებად უვარგისს ხდის. სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაკა მორჩილაძე წერს: „ფაროსანა გურიაში თხილებიდან ყანაში, რა გველოდება მომავალში? შიმშილობა და ახალი პარაზიტის გავრცელება კიდე, უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ“. როგორც ფოტოების ავტორი წერს, ხელისუფლებამ ზომები დაგვიანებით მიიღო – „მთავრობის ბრალია, აბა, ბუზის საკლავით სანამდე ვსდიო ამ პარაზიტებს, დაგვიანებით რო შეწამლეს და ისიც იმდენ წყალს ასხამენ, წამალს ძალაც არა აქვს, ვისი ბრალია?“.

მეორე ფოტოზე, რომელიც სამეგრელოს სოფელ კახათში მცხოვრებ ალიკა კუპრავას ეკუთვნის, გოგრაზე შესეული უამრავი ხოჭოა გადაღებული. ფოტოს ავტორი აღნიშნავს: „ერთხელ მეც დავდებ. ჩემს ეზოშია გადაღებული. დარწმუნებული ვარ, ასეთი გოგრა ნანახიც არ გაქვთ, არა თუ გასინჯული, ვყიდი!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები