LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია“ – როგორია ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაკბინა

494
Untitled design (10)

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

ბავშვს დღეს პალატაში გადაიყვანენ.

„სკალპის 2/3 არის გადანერგილი“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

ცნობისთვის, გურიაში პიტ ბულმა 2 ძმა დაკბინა, მეორე 5 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ექიმის თქმით, კანის გადანერგვა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რადგან თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 2-3 კვირაში ხელახალი ოპერაცია იქნება საჭირო, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.

„ოპერაცია სასწრაფო იყო, იმიტომ, რომ თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა.

ოპერაცია, გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა.

ახლა პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა.

დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ,“ – აღნიშნავს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი „ფორმულასთან“ საუბრისას.

ლაზარე და მისი 6 წლის ძმა ოზურგეთში ძაღლმა 16 დეკემბერს დაკბინა.

დაშავებული ბავშვები ინციდენტის დროს საკუთარ სახლთან დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

„ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, ექიმებმა მაქსიმუმი შეძლეს, უკვე პროგნოზი საიმედოა“ – გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი პატარა ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

„თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია“ – პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფო დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები