LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს დიდუბეში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

83

შსს დიდუბეში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით)”,-აღნიშნულია განცხადებაში.

დიდუბეში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები