LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

96

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ სასაზღვრო პოლიციის პოსტზე ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ.

„2018 წლის 19 აგვისტოს მედია საშუალებებში გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები