LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: დმანისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა მოქალაქეს სცემა

112

ქართული ოცნების დეპუტატმა მოქალაქეს სცემა.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა დმანისის რაიონის სოფელ დიდ დმანისში მოხდა.

უწყების  ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 მარტს, 00:08 საათზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დმანისის საკრებულოს წევრმა პარტია ქართული ოცნებიდან მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გამოძიების ფარგლებში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

პოპულალურები