LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ფარული პოლიციელის ინსტიტუტს ქმნის

44

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარული პოლიციელის ინსტიტუტს ქმნის.
შსს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, ფარული პოლიციელები საზღვარგარეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ იმუშავებენ.

“ეს იქნებიან პოლიციელები, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთის ქვეყნებში იქნებიან ფარულად. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება. საუბარია იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი, მსგავსი ინსტიტუტი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ქვეყნები ამით ეხმარებიან ერთმანეთს, ეფექტურად ებრძოლონ რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ორგანიზებულ დაჯგუფებებს“, – განმარტავს შალვა ხუციშვილი.

შსს საკანონმდებო ინიციატივის პაკეტს პარლამენტს თვის ბოლომდე წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები