LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

141

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 28,388 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები